mkurnali.ge
mkurnali.ge
ბავშვის მოვლა
სურათის გადიდება
Lice Cap - ტილის საწინააღმდეგო ქუდი
პირველი და უნიკალური საშუალება მსოფლიოში
მწარმოებელი: Medoffice Health Industry, Turkey
მომწოდებელი: შპს პარამედი
მიწოდება:მომდევნო სამუშაო დღე (რეგიონი 3 სამუშაო დღე)
50 ლარს ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 28
მსგავსი პროდუქტები
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (0)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო (პედიკულოზის სამკურნალო) საშუალება.

შეფუთვა: 2 ცალკეულად შეფუთული ქუდი, მეტალის სავარცხელი

ტილის საწინააღმდეგო ქუდი წარმოადენს სამკურნალო საშუალებას. მისი მოქმედების მექნიზმი სრულიად განსხვავებულია სხვა ქიმიური საშუალებების მოქმედების მექანიზმისგან. ქუდში არსებული სითხე აღწევს ტილის კანის (აპკის) ქვეშ ტრაქეამდე, ახშობს მწერის სასუნთქ გზებს , გუდავს და კლავს მას. არ შეიცავს ტოქსიურ ნივთიერებებს. პრეპარატში შემავალი ნატურალური ეთერზეთები ამცირებენ კანზე ანთებითი პროცესების , ქავილის და ალერგიული რეაქციების განვითარებას, რაც გამოწვეულია ტილის ნერწყვის ზემოქმედებით. ქუდში არსებული კომპონენტები ხელს უწყობს თავის კანის დაზიანებული ნაწილის აღდგენას. ხსნარის მოქმედებით ტილის კვერცხებს შემოეკვრება აპკი და სუსტდება მათი მიმაგრება თმასთან, ამიტომ იოლდება მათი ჩამოვარცხნა ან ჩამობანა.

ნაბიჯი 1: ტილის აღმოჩენა

მედ ქოვერის ტილის საწინააღმდეგო ქუდის შემადგენლობაში არსებული სავარცხელის გამოყენების წინ, რომელიც არის თხელი და ხრახნიანი, ოჯახის ყველა წევრმა, გულდასმით უნდა შეიმოწმოს თმა კარგად განათებულ ადგილას. აუცილებელია, მკურნალობა დაიწყოთ იმ დღესვე, როდესაც მოხდება ტილის აღმოჩენა.

*ტილი უმეტესად ვრცელდება კისრის მიმდებარედ თმის ძირებში და ყურის უკანა მხარეს , რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სწორედ ამ მიდამოს. *გააცალკევეთ და შეამოწმეთ თმის ძირები.

*სხვა ადამიანების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად , აუცილებელია სავარცხელი გამოყენების შემდგომ კარგად გასუფთავდეს წყლით.

ნაბიჯი 2 : ტილის საწინააღმდეგო ქუდის გამოყენების ტექნიკა:

ყუთში არსებული ორივე ქუდი არის იდენტური. მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი მათგანით.

1. კარგად შეაგროვეთ მთლიანი თმა.

2. დაიხურეთ ქუდი. დარწმუნდით, რომ თმა მთლიანად მოქცეულია მის ქვეშ. ჩამოწიეთ ქუდი კისრის კვეთამდე და ყურის უკან.

3. ყოველ 10 წუთში გააკეთეთ თავის მასაჟი ქუდის გარეთა მხრიდან 30-60 წამის განმავლობაში ( შესვენება 10წუთი+1 წუთი მასაჟი თანმიმდევრობით ). თმა უნდა იყოს მთლიანად გაჟღენთილი და სველი ეთერზეთებით.

4. გაიჩერეთ ქუდი 45 წუთის განმავლობაში. ქუდის ხმარების პროცესში შეგიძლიათ გააგრძელოთ ჩვეული საქმიანობა.

5. 45 წუთის შემდგომ მოიხსენით ქუდი, თმა გაცალკევეთ და მეტალის სავარცხლით დავარცხნეთ ზემოდან ქვემოთ მიმართულებით ( მინიმუმ 30 წთ-ის განმავლობაში), რათა მოცილებულ იქნას დახოცილი ტილები და წილები. დავარცხნის შედგომ დაიბანეთ. Aუციელებელია, დაივარცხნოთ თმა მომდევნო 3 დღის განმავლობაში სპეციალური სავარცხლით.

6. მოაგროვეთ სავარცხლიდან ჩამოტანილი ტილი (წილი) ერთ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ გავრცელება. თმის ძირების გასუფთავების შემდგომ , გაასუფთავეთ სავარცხელი ბამბის ქსოვილის საშუალებით.

ნაბიჯი 3: გაიმეორეთ სამკურნალო პროცედურა 10 დღის შემდეგ.

ტილის საწინააღმდეგო ქუდის შემადგენლობაში არსებული მეორე ქუდი, მოქმედებს რა ტილის განვითარების ციკლზე , უზრუნველყოფს სრულიად გაანადგუროს კვერცხიდან ახლადგამოსული წილი, რაც იძლევა გარანტიას ტილის წინააღმდეგ ეფექტურ მკურნალობაში. გამოიყენეთ მეორე ქუდი იგივე პრინციპით როგორც პირველი.შენიშვნა: თითოეული ქუდი არის ერთჯერადი მოხმარების

შენიშვნა: ტილს არ შეუძლია ჩამოაყალიბოს გამძლეობა (რეზისტენტობა) ქუდში შემავალი კომპონენტების მიმართ, რადგან მოქმედების მექანიზმი არ არის ქიმიური გენეზის. თუმცა პიროვნებას, რომელმაც ჩაიტარა მკურნალობა , აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს მისი თავიდან დაინფიცირება არანამკურნალევი პირისგან. (მაგ. სკოლაში, ბაღში). ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ტილის საწინააღმდეგო ქუდი განმეორებით. ის იქნება ისეთივე ეფექტური. არ დაგავიწყდეთ პირადი ნივთების დეზინფექცია. შემდგომი ინფიცირებისგან პრევენციის მიზნით, ტანსაცმელი რომელიც იყო კონტაქტში თავთან , პირსახოცი, სავარცხელი, პირადი ნივთები , აუცილებელია დეზინფიცირდეს 60℃ ტემპერატურაზე. გაასუფთავეთ სახლი და მანქანა ყურადღებით.

გაფრთხილება:

  • ქუდი- მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ შემთხვევით მოხდა ქუდის პირში ჩადება , მიაკითხეთ ექიმს დაკვირვებისთვის. მოარიდეთ თვალში კონტაქტს, აღნიშნულ შემთხვევაში თვალის ლორწოვანი გარსი ჩამობანეთ თბილი წყლით. მაღალი მგრძნობელობის გამოვლენისას შეწყვიტეთ ქუდის გამოყენება

არ გამოიყენოთ პრეპარატი შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • პირები, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
  • ბავშვები 2 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია: მედ ქოვერის ტილის საწინააღმდეგო ქუდის გამოყენება არ წარმოადგენს პრობლემას ორსულებისთვის. მიუხედავად ამისა, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში , გამოყენების წინ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები:

  • ინახება 10-30℃ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

განადგურება: გადაყარეთ შეფუთვა ადგილობრივი ნარჩენების მართვის ინსტრუქციების შესაბამისად.

ან