mkurnali.ge
mkurnali.ge
ვიტამინები > კუჭ-ნაწლავისთვის
სურათის გადიდება
პროკომბო
10 კაფსულა
მწარმოებელი: კაფსუგელი, საფრანგეთი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
მიწოდება:3 საათში
50 ლარს ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 24.40
მსგავსი პროდუქტები
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (0)

სიმბიოტიკი - კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ბალანსისთვის

2 ფირფიტა შეფუთვაში თითოეულში 5 კაფსულა - 708 მგ

ჩვენებები:

ProCombo უზრუნველყოფს ბალანსის ეფექტურად შენარჩუნებას ნაწლავის მიკროფლორაში. იგი შეიცავს საკმარის რაოდენობის ცოცხალ პრობიოტიკულ კულტურებს (Lactobacillus acidophilus La-14® (200 bln CFU/g) რომელიც სჭირდება პრებიოტიკ ფრუქტოოლიგოსაქარიდს ზრდისა და განვითარებისთვის ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. იგი ძალიან ეფექტურია და უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების შენარჩუნებას და მასში სასარგებლო მიკროორგანიზმების პროპორციულობას.

ProCombo-ს აქვს კარგი შედეგები შემდეგი მიმართულებებით:

  • კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის მოწესრიგება: პრობიოტიკები აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, დეფეკაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით.
  • ჯანსაღი მონელება: ProCombo უზრუნველყოფს საკვების ეფექტურ გადამუშავებას, სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას და საკვების გადამუშავების შედეგად დარჩენილი ნივთიერებების გამოყოფას.
  • აღადგენს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ: უზრუნველყოფს სასარგებლო ბაქტერიების აღდგენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რომელთა რაოდენობაც მცირდება ანტიბიოტიკების მიღების შედეგად.
  • არეგულირებს მიკროფლორის ბალანსს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში: ProCombo უზრუნველყოფს ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნებას და ამცირებს არახელსაყრელი ცხოვრების პირობებით, სტრესით და ა.შ გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.

მოქმედება:

  • ProCombo არის სინბიოტიკი - ერთობლივი კომბინაცია პრობიოტიკის - L. Acidophilus და პრებიოტიკის ფრუქტოოლიგოსაქარიდის.
  • L. Acidophilus არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მიკროორგანიზმი (პრობიოტიკი). იგი ქმნის პირობებს ნორმალური ნაწლავური ფლორის განვითარებისთვის. L. Acidophilus ბინადრობს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებში. როგორც კი პრობიოტიკები მოხვდებიან ნაწლავის ეპითელიუმში, ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ნაწლავის იმუნურ სისტემას, (ადამიანის იმუნური სისტემის 70% თავმოყრილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში) რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. L. Acidophilus მიღება სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ფუნქციების დარღვევის, წამლების ან ანტიბიოტიკების მიღების, დიეტების, ხანდაზმულ ადამიანებში ლაქტოზის შეუთავსებლობის დროს(ლაქტოზის აუტანლობა) და ა. შ.
  • მოკლე ჯაჭვიანი ფრუქტოოლიგოსაქარიდები ეს არის დაბალ კალორიული, ძნელად მოსანელებელი კარბო ჰიდრატები, რომელიც უზრუნველყოფს სასარგებლო მიკროფლორის ნორმალურ ზრდას და ფუნქციონირებას. ისინი გაივლიან კუჭს და წვრილ ნაწლავებს და მიაღწევს მსხვილ ნაწლავამდე გადამუშავების და შეწოვის გარეშე. როდესაც მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ისინი კვებავენ მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიას, როგორიც არის L. Acidophilus . პრებიოტიკი ხელს უწყობს პრობიოტიკის მოხვედრას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და სასარგებლო ფლორის გამრავლებას.
  • პრებიოტიკები უზრუნველყოფენ პრობიოტიკული მიკროორგანიზმების სასიცოცხლო ფუნქციონირებას და ეხმარებიან მათ გადარჩნენ კუჭისა და წვრილი ნაწლავების მჟავე გარემოში, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის მჟავების მაღალი კონცენტრაციით.

DuoCap ტექნოლოგია

  • ProCombo დამზადებულია საფრანგეთში, დაპატენტებულია, როგორც დაპატენტებული DuoCap (კაპსულა კაპსულაში) Capsugel- ის მიერ კომბინირებული და ორმაგი გამოთავისუფლების ინგრედიენტების კომბინაციით. ტექნოლოგია უზრუნველყოფს, სითხე იყოს მოთავსებული მყარი ჟელატინის კაფსულებში, თერმული ზემოქმედებისგან დასაცავად. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს პრობიოტიკული კულტურის სიცოხლის შენარჩუნებას და ისინი აღწევენ კუჭ-ნაწვავის ლორწოვანში დაზიანების გარეშე.
  • ჟელატინის კაპსულები DuoCap არ შეიცავს: გამხსნელს, გლუტეინს, შაქარს, GMO-ს
  • ProCombo DuoCap-ში უზრუნველყოფს შეინარჩუნოს პრობიოტიკების საჭირო რაოდენობა გახსნამდე. DuoCap-ის საშუალებით აქტიური ინგრედიენტები არიან დაცული კუჭის მჟავე გარემოში.

რეკომენდებული ყოველდღიური დოზა:

1 კაფსულა დღეში საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხით (მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი).

უკუჩვენებები:

უკუჩვენებები არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის სტემპერატურაზე (15 ° -25 ° С), მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.არ გამოიყენოთ პროდუქტი დაბალანსებული კვების ჩასანაცვლებლად.