mkurnali.ge
mkurnali.ge
ვიტამინები > მამაკაცებისთვის
სურათის გადიდება
ანტი-ქოლესტერინი
50მლ
მწარმოებელი: ჰელს ეიდი, დიდი ბრიტანეთი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს
მიწოდება:3 საათში
50 ლარს ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 26.90
მსგავსი პროდუქტები
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (2)

რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

რას წარმოადგენს HealthAid-ის ქოლესტეროლის ფორმულა?

HealthAid თხევადი მცენარეული ნაკრები უმაღლესი ხარისხის ველურად ან კულტივირებული გზით მოპოვებული ნედლეულისგან მზადდება, რომელიც სპეციალურად მუშავდება, რათა შენარჩუნებულ იქნას მისი სისუფთავე და მაღალი ეფექტურობა. მცენარეთა კულტივირება ქიმიკატების, კონსერვანტების, ჰერბიციდების, პესტიციდების, ფუნგიციდებისა და დასხივების გარეშე ხდება. HealthAid- ქოლესტერინის ფორმულა ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობს ხელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას და ცხიმების მეტაბოლიზმს აძლიერებს.

რისთვის გამოიყენება HealthAid-ის ქოლესტეროლის ფორმულა?

  • გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზებისთვის
  • ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს
  • სისხლში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის შესამცირებლად
  • გულისა და თავის ტვინის სისხლმომარაგების გასაუმჯობესებლად, გულის კუნთის შეკუმშვების გასაძლიერებლად და არტერიული წნევის შესამცირებლად
  • რელაქსაციისთვის; არტერიების გაფართოვებისთვის და სისხლძარღვების კედლების გაძლიერებისთვის
  • ანტიოქსიდანტური მოქმედება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან დაცვა

ვისთვის არის სასარგებლო ქოლესტეროლის ფორმულა?

ქოლესტეროლის ფორმულა შეიძლება სასარგებლო იყოს:

  • სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების მაღალი დონის მქონე პირებისთვის
  • მაღალი წნევის მქონე პირებისთვის
  • მათთვის, ვისაც გულის ფრიალი, სტენოკარდია და ტაქიკარდია აწუხებს
  • მათთვის, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები და დაბალი მეტაბოლიზმი

ხარისხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

გამოყენების წესი: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი (1მლ) მცირე რაოდენობის თბილ წყალთან და სასმელთან ერთად. შეიძლება დღეში ორჯერ მიღება. კვალიფიციური ექიმის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.

გაფრთხილება:

  • გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
  • სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
  • ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, თხევადი მცენარეული ნარევის გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
  • საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
  • არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.