mkurnali.ge
mkurnali.ge
ვიტამინები > მამაკაცებისთვის
სურათის გადიდება
ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9.
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
მწარმოებელი: ვიტაბიოტიკსი, დიდი ბრიტანეთი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს
მიწოდება:მომდევნო სამუშაო დღე (რეგიონი 3 სამუშაო დღე)
50 ლარს ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 39.90
მსგავსი პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის-30აბი
ფასი: 69.90
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.90
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (0)

28 აბი და 28 კაფსულა

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 წარმოადგენს იდეალურ ფორმულას, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ყველა ასაკის მამაკაცისთვის ჯანმრთელობის და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

იგი შეიცავს ჟენშენს, ამინომჟავებს, კოენზიმ Q-10-ს და L-კარნიტინს და სხვა მნიშვნელოვან ნუტრიენტებს.

მისი უპირატესობა მდგომარეობს შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავების - ომეგა 3,6,9-ს არსებობა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისუნარიანობის და ენერგიის წყაროს.

ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 განსხვავდება ჩვეულებრივი მულტივიტამინებისა და მინერალებისაგან, რადგან მასში შემავალი თითოეული ინგრედიენტის დონე ოპტომალურად არის შერჩეული მამაკაცის ორგანიზმისთვის, რაც ეყრდნობა საერთაშორისო კვლევების მტკიცებულებებს.

მოქმედება: ველმენ პლუსი ომეგა-3,6,9 – ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლისმომნელებელი, საყრდენმამოძრავებელი და რეპროდუქციული სისტემის მუშაობას მამაკაცის ორგანიზმში. ავლენს ზოგად გამაჯანსაღებელ და დაცვით მოქმედებას.

ომეგა-3 – რომელიც მიღებულია თევზის ქონისგან წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი

საკვების სახით მიღება.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • გული, არტერიული წნევა, ლიპიდების დონე
  • სახსრები და კანი
  • თავის ტვინი და ემოციური წონასწორობა
  • ჯანმრთელი მხედველობა
  • მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.

ომეგა-6 – მიღებულია შავი მოცხარის და გოგრის თესლის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.
  • მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირება.

ომეგა-9 – მიღებულია ზეითუნის ზეთისგან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • ქოლესტერინის ნორმალური დონის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება.
  • ძლიერი იმუნური სისტემა.
  • მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.

ჩვენება: მომატებული ფიზიკური და ემოციური დატვირთვებისას, ცხოვრების აქტიური სტილის დროს, სპორტსმენებისთვის, დაუბალანსებელი კვებისას, მავნე ჩვევების, სტრესის და არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების არსებობისას.

მიღების წესი: დღეში ერთი აბი (ლურჯი ბლისტერი) დამატებული ერთი კაფსულა (წითელი ბლისტერი) საკვებთან ერთად ერთი სავსე ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. ველმენის მიღება არ შეიძლება უზმოზე. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადამეტება.

არ შეიცავს: კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, გლუტეინს, მარილსა და საფუარს.

გამოშვების ფორმა: 28 მულტინუტრიენტული აბი და 28 ომეგა-3,6,9 კაფსულა ერთ კოლოფში.

გაცემა: ურეცეპტოდ

ან