mkurnali.ge
mkurnali.ge
ვიტამინები > ქალებისთვის
სურათის გადიდება
ციკატრიდინა
10 სანთელი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
მიწოდება:მომდევნო სამუშაო დღეს
50 ლარზე ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 39.99
მსგავსი პროდუქტები
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (0)

ჰიალურონის მჟავას შემცველი ვაგინალური სანთელი #10

ატენიანებს, ხელს უწყობს საშოსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილების შეხორცებას.

ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული აქტივობა.

ალოეს ექსტრაქტი 60მგ

ახასიათებს ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს, აჩქარებს აღდგენით პროცესებს დაზიანებულ ქსოვილებში, ხსნის ანთებას.

აზიური ცენტელას ექსტრაქტი 60მგ

ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას, აქვს ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. ხელს უშლის ნაწიბურის წარმოქმნას.

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს უჯრედშიდა მატრიქსის ერთ-ერთ ძირითად ნივთიერებას. იგი მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც პროტეოგლიკანების, ასევე მთავარი ანატომიურ-ფუნქციონალური ელემენტი შემაერთებელი ქსოვილის. იგი უზრუნველყოფს ქსოვილების სიმტკიცეს, ტონუსს, კვებას, ელასტიურობას. ქსოვილები კი თავის მხრივ დამოკიდებულია იმ უჯრედების, ბოჭკოების და ვასკულარული სტრუქტურების სიცოცხლისუნარიანობაზე, რომლებსაც შეიცავს ძირითადი ნივთიერება.

ამას გარდა, ჰიალურონის მჟავა ურთიერთქმედებაში შედის წყალთან და წარმოქნის ფართო გავრცელების მოლეკულურ ქსელს, რაც აუცილებელია დაშლილი საკვები ნივთიერებების შერჩევითი დიფუზიისთვის.

ჰიალურონის მჟავას დამსახურებით, უჯრედგარე მატრიქსში შეკავებული წყლის მნიშვნელოვანი მოცულობა, უზრუნველყოფს გლუვ, რბილ და ელასტიურ კანსა და ლორწოვანს. ჰიალურონის მჟავა მონაწილეობს ასევე ანთების კერაზე, ხელს უწყობს უჯრედების მიგრაციას, უჯრედგარე მატრიქსის წარმოქნისა და ორგანიზაციის პროცესს, მისი ჰიდროფილური ბუნება განაპირობებს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების მიგრაციას და შესაბამისად ჭრილობის შეხორცებას.

ციკატრიდინას უპირატესობა

საშოსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილების მნიშვნელოვანი დატენიანება.

ჰიალურონის მჟავა ბოჭავს დიდი რაოდენობით წყალს, 1000 ჯერ მეტს ვიდრე არის მისი მოლეკულის წონა. ციკატრიდინა აღადგენს ვაგინალური ლორწოს გამოყოფასა და გამომუშავებას ხანგრძლივი დროით, ამცირებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენას. ციკატრიდინა ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების მოხსნას, როგორიც არის ვაგინალური სიმშრალე, ქავილი, წვა, დისკომფორტი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ზრდის ცხოვრების ხარისხს, მათ შორის სექსულაურსაც.

ქსოვილების რეგენერაციის მედიატორი

ჰიალურონის მჟავა ანელებს ლიმფოციტების ადჰეზიას ჭრილობის ზედაპირზე და ამცირებს ანთებას, ასტიმულირებს ფიბრობლასტებს და ხელს უწყობს მათ მიგრაციას, ააქტივებს კოლაგენის სინთეზსს. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყობს ლორწოვანის ხანგრძლივ დატენიანებას და რეგენერაციას, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, დამატებით ახდენს კოლაგენის სინთეზის სტიმულირებას და ახალი სისხლძარღვების ჩამოყალიბებას. ქმნის ბუნებრივ ბარიერს, რომელიც იცავს ქსოვილებს ინფექციისგან.

პრეპარატი ასევე დადებით გავლენას ახდენს ალერგიულ და გაღიზიანებულ ლორწოვანზე.

უსაფრთხოება

ციკატრიდინა შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ნაერთებს, ჰორმონებისა და პარაბენების გარეშე. არ აღინიშნება არანაირი გვერდითი ეფექტები გამოყენების მთელი ისტორიის მანძილზე.

მაღალი ხარისხი

პრეპარატი წარმოებულია იტალიაში, მაღალი ხარისხის ნედლეულით, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და ფლობს გაყიდვის სეფთიფიკატებს, როგორც ევროსაბჭოს ტერიტორიაზე, ასევე უკრაინაში.

ჰიალურონის მჟავას საშოში მოთავსების მოსახერხებელი, არააგრესიული მეთოდი

ასაკის მატებასთან ერთად გაუწყლოვნების პროცესი ძლიერდება, ხოლო ჰიალურონის მჟავას რაოდენობა ქსოვილებში მცირდება. ციკატრიდინას ვაგინალური სუპოზიტორიები საშუალებას გვაძლევს ჰიალურონის მჟავას არაინექციური მეთოდის გარეშე შეყვანისა.

სამკურნალო მცენარეების მიზნობრივი მიწოდება

ჰილაურონის მჟავას მაკრომოლეკულას აქვს უნარი შეუკავშირდეს სხვადასხვა უჯრედების ციტოპლაზმურ მემბრანაზე განლაგებულ რეცეპტორებს, რაც საშუალებას იძლევა სამკურნალო საშუალებების მიზნობრივ მიწოდებას.

ციკატრიდინას ჩვენებები:

საშოს ლორწოვანის სიმშრალისთვის:

  • ჰორმონალური დარღვევების ადგილობრივი სიმპტომების მოხსნა: მენოპაუზის წინა პერიოდი, მენოპაუზა. ციკატრიდინას ეფექტი ანალოგიურია ადგილობრივად გამოყენებულ ესტროგენებთან.
  • საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომების მოხსნა (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი).
  • განსაკუთრებით ნაჩვენებია იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ჰორმონჩანაცლებითი თერაპიის უკუჩვენება.

შეხორცებისთვის

  • საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირება საშოზე ან საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ.
  • ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაცია.
  • მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაცია.
  • კონიზაციის შემდგომ საშვილოსნოს ყელზე ჭრილობის შეხორცების სტიმულაცია.
  • საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირება.

აღდგენისთვის

  • საშოს ანთებითი დაავადებების ან ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შემსუბუქება;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექცია;
  • სხვა შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საშოს კედლის ტონუსის და ელასტიურობის აღდგენა.

ჩვენება

მიღების სქემა

საშოს ლორწოვანის ატროფია,სიმშრალე, მენოპაუზის პერიოდში

1 სანთელი ინტრავაგინალურად ერთხელ დღეში 10-20 დღე.

შემდგომ 1 სანთელი დღეგამოშვებით 30 დღე.

შემდგომ 1 სანთელი სამ დღეში ერთხელ.

კურსი შესაძლებელია განმეორდეს წელიწადში რამდენჯერმე.

საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ (ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, ლაზერული ქირურგია, ბრაქითერაპია და ა.შ)

1 სანთელი ერთხელ დღეში 10-20 დღე.

ანტიბიოტიკების, სოკოსსაწინააღმდეგო და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ აღდგენითი თერაპია

1 სანთელი ერთხელ დღეში 10 დღე.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

1 სანთელი ერთხელ დღეში 10-20 დღე.

ქიმიოთერაპიის შემდგომ

1 სანთელი ერთხელ დღეში 10-20 დღე.