mkurnali.ge
mkurnali.ge
ვიტამინები > ძვლებისა და სახსრებისთვის
სურათის გადიდება
ჯოინტეისი
8 პლასტირი
მწარმოებელი: ვიტაბიოტიკსი, დიდი ბრიტანეთი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს
მიწოდება:3 საათში
50 ლარს ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 44.99
მსგავსი პროდუქტები
30 კაფსულა
ფასი: 43.99
30 აბი
ფასი: 44.40
75მლ. ტუბი
ფასი: 41.99
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (0)

რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, დაკავებულია ფიტნესითა და სპორტით.

გამოყენების წესი: პლასტირი ადვილად ეკრობა მუხლის, იდაყვის, კისრის, ზურგისა და მხრების მიდამოს. გამოყენების წინ გაიმშრალეთ კანი. გახსენით ფოლგის პაკეტი, ამოიღეთ ერთჯერადი პლასტირი და მოაშორეთ მას დამცავი ფენა. ოდნავ გაწელეთ პლასტირი და წებოვანი მხარით დააკარით სასურველ ადგილას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაიჭრას უფრო მცირე ზომებად.

ერთი პლასტირის გამოყენება 12 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი, რის შემდეგ ის ახალი პლასტირით უნდა შეიცვალოს.

სახსრების მიდამოში გამოყენების შემთხვევაში პლასტირი დააკარით ოდნავ მოხრილ სახსარს. მოძრავ სახსარზე პლასტირის შენარჩუნებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ელასტიური ბინტი ან მიკროფორებიანი ლეიკოპლასტი.

მოიშორეთ პლასტირი შხაპის ან აბაზანის მიღების წინ.

გაფრთხილება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ დაზიანებულ/გაღიზიანებულ კანზე ან თვალებთან ახლოს. კანის სიწითლის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. 10 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულობის წინა პერიოდში და ორსულობის დროს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სოიოსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგიის შემთხვევაში გამოყენება რეკომენდებული არ არის. დიაბეტის შემთხვევაში გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

სოიოსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგიის შემთხვევაში გამოყენება რეკომენდებული არ არის. დიაბეტის შემთხვევაში გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.