mkurnali.ge
mkurnali.ge
ვიტამინები > ძვლებისა და სახსრებისთვის
სურათის გადიდება
ოსტეოქეა საღეჭი აბები
30 აბი
მწარმოებელი: ვიტაბიოტიკსი, დიდი ბრიტანეთი
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს
მიწოდება:3 საათში
50 ლარს ზემოთ მიტანა უფასოა
რაოდენობა:
-
+
ფასი: 22.99
მსგავსი პროდუქტები
30 კაფსულა
ფასი: 43.99
8 პლასტირი
ფასი: 44.99
30 აბი
ფასი: 44.40
აღწერა
შემადგენლობა
გამოხმაურება (0)

ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი –ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ

ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს ჩა-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და კოფაქტორების სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

  • კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.
  • ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
  • მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
  • თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში.
  • ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.
  • სპილენძი, მანგანუმი, სელენი, ბორი, ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებთან ერთად ხელს უწყობს ძლიერი ძვლების და კბილების, გულის, კუნთოვანი და ნერვული სისტემის შენარჩუნებას.

ჩვენება:

  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

მიღების წესი : ბავშვები (4-12 წ): ერთი საღეჭი აბი დღეში ერთხელ. მოზრდილები: დღეში 2 საღეჭი აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი არ უნდა გადაიყლაპოს, იგი უნდა დაიღეჭოს.

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტეინს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა: 10 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 3 ბლისტერი.